Saturday, February 21, 2015

დღე მეხუთე

ტრენინგის მეხუთე დღე დაიწყო საშინაო დავალების განხილვით. შემდეგ გადავედით ახალი მასალის შესწავლაზე.შევისწავლე ბლოგზე ახალი გვერდების შექმნა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინსტრუმენტების გარჩევა. ვიმუშავე ბროშურისათვის ელექტრონული ვერსიის შექმნაზე. ჩემი ბროშურა განკუთვნილია მოსწავლეებისათვის. ეს მოსწავლეებს დაეხმარება პროექტის დაწყებამდე მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებაში.
ტრენინგის დასასრულს განვიხილეთ  როგორ იქმნება სლაიდ შოუ. ამ თემასთან დაკავშირებით მოგვცა ტრენერმა ერთ-ერთი დავალება.დავალების სლაიდშოუ შედგება შვიდი სლაიდისაგან, სადაც უნდა წარმოვადგინო პროექტის შინაარსი, მიზანი და შედეგები,შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, საკვანძო, კითხვები, შეფასება.

No comments:

Post a Comment