Thursday, February 26, 2015

დღე მეექვსე

ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო დავალებების განხილვით. ჩემთვის სასიმოვნო იყო, ის რომ ტრენერმა ჩემი დავალება დადებითად შემიფასა.
შემდეგ განვიხილეთ მეხუთე მოდული, რომელიც მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასებებს შეეხებოდა. ამ მოდულის საშუალებით გავიგე თუ როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. თუ შეფასების სქემა სწორად იქნება შექმნილი მოსწავლეები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი შეფასების პროცესში, რაც სწავლის შედეგზე დადებით გავლენას მოახდენს.
განვიხილეთ და ვისწავლე google drive-ში მუშაობა, რომელიც არის ელექტრონული ინფორმაციის საცავი.
ვისწავლე შეფასების ფორმის ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ელექტრონული ფორმის შექმნა. ეს მოსახერხებელია იმისათვის რომ მარტივად დავაკვირდე მეტი მოსწავლის ნაშრომს და გავიგო რა ისწავლეს მათ.
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების შექმნა.
 დავალება: ტრენერის ბლოგიდან უნდა გადმოვიწერო  პრეზენტაციის და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკების ნიმუშები. მოვახდინო ადაპტირება ჩემი პროექტისათვის და შევქმნა ახალი ფორმა. შემიძლია მოვახდინო აღნიშნულ  ფორმაში რედაქტირება და შევცვალო მახასიათებლები.

No comments:

Post a Comment