განვიხილე საშინაო დავალება.ბლოგზე გამოვაქვეყნე პოსტები, განვიხილე ბლოგის ინსტრუმენტები, შევცვალე ბლოგის დიზაინი და ფონი. ვისწავლე ბლოგში მუშაობა. გავეცანი მეორე მოდულის მეორე აქტივობას, რომელიც ეხებოდა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. შემდეგ გავერთიანდით ჯგუფში, ავირჩიეთ თემა და ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრებაზე.
თემა ეხებოდა შიდსის დაავადებას.
ტრენინგის დასასრულს მივიღე ახალი დავალება.
პროექტი- ძველი თბილისი
ზოგადი კითხვა:
როგორ არის ასახული ცვლილებები თბილისის განვითარებაზე
თემატური კითხვები:
1. თქვენი აზრით რა უწყობდა ხელს თბილისის განვითარებას.
2. როგორი იყო თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანების ურთიერთთანაცხოვრება.
შინაარსობრივი კითხვები:
1.დაახასიათე თბილისის გეოგრაფიული მდებარეობა,
2,რომელი სოციალური ფენის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ძველ თბილისში.
3, რომელ ციხეს უწოდებდნენ დედა ციხეს.
4.როგორი ლეგენდა არსებობს თბილისის დაარსების შესახებ.
5.რა პერიოდიდან ჩნდება დასახლებული პუნქტი ძველ თბილისში,
6.რატომ ეწოდა ჩვენს დედაქალაქს თბილისი
მზია კარგი ნამუშევარია, ცოტა ზოგადი კითხვა დაალაგე. დანარჩენი კარგია.
ReplyDeleteმზია, მომეწონა შენი განცხადება, არაჩვეულებრივია პროექტის თემა, კარგად ფლობ კითხვის დასმის ტექნიკას, წარმატებები ჩემო კარგო...
ReplyDelete