Friday, February 27, 2015

დღე მეშვიდე

ტრენინგის დასაწყისში განვიხილეთ საშინაო დავალება და წარმოვადგინე პროექტის პრეზენტაციის რუბრიკა.დავამუშავეთ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა. ვისწავლე როგორ ავტვირთო drive-ში ჩემთვის საინტერესო დოკუმენტები. დესკტოპიდან  დრაივში გადაწერა და ჯიმაილიდან  დრაივში გადაწერა.ასევე, სასწავლო ნიმუშის შქმნა, შევცვალე დიზაინი.განვიხილეთ მესამე მოდული, სადაც საუბარი იყო საავტორო უფლებებზე ტექნოლოგიებში ინტერნეტში მონახულ-მოცემული ინფორმაციის გამოყენებისთვის

დავალება:სასწავლო ნიმუშის შექმნა. შევქმნი ახალ  ჩექლისტს და მასზე მორგებულ პრეზენტაციას პოვერ პოინტში

Thursday, February 26, 2015

დღე მეექვსე

ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო დავალებების განხილვით. ჩემთვის სასიმოვნო იყო, ის რომ ტრენერმა ჩემი დავალება დადებითად შემიფასა.
შემდეგ განვიხილეთ მეხუთე მოდული, რომელიც მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასებებს შეეხებოდა. ამ მოდულის საშუალებით გავიგე თუ როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. თუ შეფასების სქემა სწორად იქნება შექმნილი მოსწავლეები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი შეფასების პროცესში, რაც სწავლის შედეგზე დადებით გავლენას მოახდენს.
განვიხილეთ და ვისწავლე google drive-ში მუშაობა, რომელიც არის ელექტრონული ინფორმაციის საცავი.
ვისწავლე შეფასების ფორმის ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ელექტრონული ფორმის შექმნა. ეს მოსახერხებელია იმისათვის რომ მარტივად დავაკვირდე მეტი მოსწავლის ნაშრომს და გავიგო რა ისწავლეს მათ.
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების შექმნა.
 დავალება: ტრენერის ბლოგიდან უნდა გადმოვიწერო  პრეზენტაციის და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკების ნიმუშები. მოვახდინო ადაპტირება ჩემი პროექტისათვის და შევქმნა ახალი ფორმა. შემიძლია მოვახდინო აღნიშნულ  ფორმაში რედაქტირება და შევცვალო მახასიათებლები.

Saturday, February 21, 2015

დღე მეხუთე

ტრენინგის მეხუთე დღე დაიწყო საშინაო დავალების განხილვით. შემდეგ გადავედით ახალი მასალის შესწავლაზე.შევისწავლე ბლოგზე ახალი გვერდების შექმნა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინსტრუმენტების გარჩევა. ვიმუშავე ბროშურისათვის ელექტრონული ვერსიის შექმნაზე. ჩემი ბროშურა განკუთვნილია მოსწავლეებისათვის. ეს მოსწავლეებს დაეხმარება პროექტის დაწყებამდე მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებაში.
ტრენინგის დასასრულს განვიხილეთ  როგორ იქმნება სლაიდ შოუ. ამ თემასთან დაკავშირებით მოგვცა ტრენერმა ერთ-ერთი დავალება.დავალების სლაიდშოუ შედგება შვიდი სლაიდისაგან, სადაც უნდა წარმოვადგინო პროექტის შინაარსი, მიზანი და შედეგები,შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, საკვანძო, კითხვები, შეფასება.

Sunday, February 15, 2015

დღე მეოთხე

გავაანალიზეთ მესამე დღის დავალებები, რომელზედაც კიდევ დაგვჭირდა ტრენერის დახმარება.განვიხილეთ მეორე მოდულის 3 და 4 აქტივობები, რომელიც ეხებოდა შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვას და შეფასებების განსაზღვრას. ასევე გამოვაქვეყნეთ კომენტარები ჩვენი კოლეგის სტატიაზე.ტრენინგის ბოლოს მივიღე საშინაო დავალება

Friday, February 13, 2015

დღე მესამე

განვიხილე საშინაო დავალება.ბლოგზე გამოვაქვეყნე პოსტები, განვიხილე ბლოგის ინსტრუმენტები, შევცვალე ბლოგის დიზაინი და ფონი.  ვისწავლე ბლოგში მუშაობა. გავეცანი მეორე მოდულის მეორე აქტივობას, რომელიც ეხებოდა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. შემდეგ გავერთიანდით ჯგუფში, ავირჩიეთ თემა და ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრებაზე.
თემა ეხებოდა შიდსის დაავადებას.
ტრენინგის დასასრულს  მივიღე ახალი დავალება.

პროექტი- ძველი თბილისი
ზოგადი კითხვა: 
როგორ არის ასახული ცვლილებები თბილისის განვითარებაზე
თემატური კითხვები: 
1. თქვენი აზრით რა უწყობდა ხელს თბილისის განვითარებას.
2. როგორი იყო თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანების ურთიერთთანაცხოვრება.
შინაარსობრივი კითხვები:
1.დაახასიათე თბილისის გეოგრაფიული მდებარეობა,
2,რომელი სოციალური ფენის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ძველ  თბილისში.
3, რომელ ციხეს უწოდებდნენ დედა ციხეს.
4.როგორი ლეგენდა არსებობს თბილისის დაარსების შესახებ.
5.რა პერიოდიდან ჩნდება დასახლებული პუნქტი ძველ თბილისში,
6.რატომ ეწოდა ჩვენს დედაქალაქს თბილისი

დღე მეორე

ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და ინტერნეთიდან ინფორმაციის ჩამოტვირთვა. შესაბამისად შევქმენი ჩემი ბლოგი. დავალებად მოგვეცა ბუკლეტების შექმნა.

დღე პირველი

ტრენინგის პირველი დღე დაიწყო ერთმანეთის გაცნობით და ჩვენი თავის წარდგენით. ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა. გავეცანით ინტელის პროექტებით სწავლების მნიშვნელობას, განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი და მივიღეთ დავალება