Friday, March 6, 2015

დღე მეცხრე


დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. საბოლოოდ გადავხედე ჩემს პროექტს. მოვაწესრიგე ყველა საქაღალდე  და წარვუდგინე აუდიტორიას. სამუშაო დღე იყო პოზიტიური და საინტერესო.
დიდი მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგ დღეებისათვის.

Sunday, March 1, 2015

დღე მერვე

განვიხილეთ წინა დღის დავალებები, რომელიც ეხებოდა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შეფასებების გეგმის შედგენას.
განვიხილეთ მოსწავლისათვის დიფერენცირებული სწავლების გზების მოძებნა, რათა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროებები. რადგან  მასწავლებლების მიზანი არის ყველა მოსწავლემ სტანდარტით გათვალისწინებულ  შედეგებს და მიზნებს მიაღწიოს უნდა გამოვავლინოთ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები  რათა  ჩავრთოთ ისინი აქტიურად პროექტის მუშაობაში.
განვიხელეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ვიმსჯელეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების გაუმჯობესებისათვის.
ვისწავლე  my drive-ში დოკუმენტების დახარისხება.